შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა თეთვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პტენა, ახლანდელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1957–1961 წლებში იყო პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე. 1962–1991 წლებში მუშაობდა საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მოძღვრებათა ინსტიტუტში, 1992 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი. მისი კვლევის საგანია საქართველოს უახლესი სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის, პოლიტოლოგიის, ისტორიული დემოგრაფიის, ეკოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1983). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.5 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |