The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ თეთრუაშვილი

ნიკოლოზ თეთრუაშვილი
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1864
გარდაცვ. თარიღი:1920  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1886 წელს, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1889 და ნიკოლოზის გენერალური შტაბის აკადემია I თანრიგით 1899 წელს.

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. 1919 წელს დაინიშნა გენერალ ა. დენიკინის ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ურალის ცალკეული არმიის ურალ-ასტრახანის კორპუსის მეთაურად. მონაწილეობდა ურალის არმიის უკუქცევაში კასპიის სანაპიროს გასწვრივ. 1920 წლის აპრილში ფორტ ალექსანდროვსკში ტყვედ ჩაბარდა წითელ არმიას სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიით, თუმცა მალევე დახვრიტეს. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. სტანისლავის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი(1916).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018. -გვ.16; events.mematiane.ge


გააზიარე: