შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ თვალჭრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლუცკი, უკრაინა. დაამთავრა ნ. ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი 1971 წელს. 1974 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) პროფესორის, კათედრის გამგის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის დეკანის თანამდებობებზე. კვლევის ძირითადი მიმართულებაა საინჟინრო ამოცანებში მექანიკური, თბური, მასაცვლითი და ელექტრომაგნიტური პროცესების მათემატიკური მოდელირება. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1998). ინჟინერ-მექანიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.58; georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |