The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან თორთლაძე

ლევან თორთლაძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. იჟევსკის (რუსეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს.

1976–1978 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში საკავშირო მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1974–1989 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა უდმურტეთის რესპუბლიკაში. 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტში რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე, 2002 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კერძო ზოოტექნიკის დეპარტამენტის უფროსი. მან შეისწავლა საქართველოში შემოყვანილი მსოფლიოში განთქმული ძროხის მაღალპროდუქტიული ჯიშების აკლიმატიზაციის საკითხები, ძროხის რძისა და ხორცის წარმოების ტექნოლოგია და სხვ. 2006 წლიდან ლევან თორთლაძე არის სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. აქვს 2 პატენტი გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004), ზოოტექნიკოსი. 

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცხოველეთა კავშირი, ვიცე–პრეზიდენტი
  • საქართველოს ხორცისა და თევზის მეწარმეთა კავშირი , ვიცე-პრეზიდენტი (2011-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • შვედეთის სამეფო ოჯახის მედალი
    სოფლის მეურნეობის სამინისტროს შვედეთის დახმარების პროგრამის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: