Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან თორთლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. იჟევსკის (რუსეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს. 1976–1978 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვში საკავშირო მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1974–1989 წლებში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა უდმურტეთის რესპუბლიკაში. 1989 წლიდან მუშაობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტში რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე, 2002 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კერძო ზოოტექნიკის დეპარტამენტის უფროსი. მან შეისწავლა საქართველოში შემოყვანილი მსოფლიოში განთქმული ძროხის მაღალპროდუქტიული ჯიშების აკლიმატიზაციის საკითხები, ძროხის რძისა და ხორცის წარმოების ტექნოლოგია და სხვ. 2006 წლიდან ლევან თორთლაძე არის სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. აქვს 2 პატენტი გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004), ზოოტექნიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.93 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |