The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუცა ჯორბენაძე

ბუცა ჯორბენაძე
ოფიციალური სახელი:ვიქტორ ჯორბენაძე
დაბადების თარიღი:28 ივლისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1998  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1947 წელს.

მუშაობდა "თბილქალაქპროექტში"; 1980-იან წლებში მუშაობდა როგორც დამოუკიდებელი არქიტექტორი; ძირითადი ნამუშევრები: სასაფლაო კომპლექსი და პანთეონი საქართველოს საზოგადო მოღვაწეებისთვის მუხათგვერდში; რიტუალების სასახლე ბოჭორმის ქუჩაზე (1985, არქიტექტორ ვ. ორბელაძესთან ერთად); სასტუმრო "ხიბლი" კ. გამსახურდიას პროსპექტზე (1985); პროფკავშირების საერთო საცხოვრებელი ვაკე-საბურთალოს რაიონში (1986); ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ყვარელში (1979, არქიტექტორ ქ. კობახიძესთან ერთად); სასტუმრო ონში და სხვა; მნიშვნელოვანი ნამუშევარია თბილისის ქორწინების სახლი; აქვს სამეცნიერო გამოკვლევა ჯვრის პროპორციებზე; არის მრავალი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული; მისი ინიციატივით და სახსრებით ჩამოყალიბდა მუზეუმი "ქალაქური ინტერიერის მუზეუმი XIX საუკუნისა" ყოფილ რუისის ქუჩაზე, რომელსაც ახლა ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა ქვია.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1011; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.758

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: