შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჯორჯიკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1956 წელს. თამაშობდა თბილისის გუნდებში - "ნაუკა" (1940-1941), "ტოდო" (1944-1949), "დინამო" (1950-1955); ო. ქორქიასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში; არის მსოფლიო სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1951), XV ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (ჰელსინკი, 1952); წლების მანძილზე იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს რეფერენტი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. სპორტის სახეობა: კალათბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1011; sportstat.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.424 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |