შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დოსითეოს ჩერქეზიშვილი![]()
ბიოგრაფიაXVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი. ანტონ I კათალიკოსის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი. დაახლოებით 1758-1789 წლებში ნეკრესის ეპისკოპოსი ყოფილა და იწოდებოდა ნეკრესელად. ერთხანს ერეკლე II-ის მიერ გახსნილ თელავის საღვთისმეტყველო სკოლაში სწავლობდა, აქვე დაუწყია ლიტერატურული მოღვაწეობაც. წვლილი მიუძღვის ქართულ-სომხური ლიტერატურის ურთიერთობათა განმტკიცებაში. ფილიპე ყაითმაზაშვილთან ერთად სომხურიდან თარგმნიდა ფილოსოფიური ხასიათის თხზულებებს. ქართველი ფილოლოგის, ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის ცნობით, მას სომხურიდან გადმოუღია აპოკრიფებიც, მათ შორის "სიყრმე უფლისა". ცნობილი იყო როგორც ნიჭიერი და მჭერმეტყველი მქადაგებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.103
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |