Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოსითეოს ჩერქეზიშვილი![]()
BiographyXVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი. ანტონ I კათალიკოსის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი. დაახლოებით 1758-1789 წლებში ნეკრესის ეპისკოპოსი ყოფილა და იწოდებოდა ნეკრესელად. ერთხანს ერეკლე II-ის მიერ გახსნილ თელავის საღვთისმეტყველო სკოლაში სწავლობდა, აქვე დაუწყია ლიტერატურული მოღვაწეობაც. წვლილი მიუძღვის ქართულ-სომხური ლიტერატურის ურთიერთობათა განმტკიცებაში. ფილიპე ყაითმაზაშვილთან ერთად სომხურიდან თარგმნიდა ფილოსოფიური ხასიათის თხზულებებს. ქართველი ფილოლოგის, ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის ცნობით, მას სომხურიდან გადმოუღია აპოკრიფებიც, მათ შორის "სიყრმე უფლისა". ცნობილი იყო როგორც ნიჭიერი და მჭერმეტყველი მქადაგებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.103
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |