The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩერქეზია

ოთარ ჩერქეზია
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2004  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1957 წლიდან. 1957-1959 წლებში იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის სტუდენტ ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების გამგე. 1959-1960 წლებში მუშაობდა სრულიად საკავშირო ახალგაზრდა კომკავშირელთა ცენტრალური კომიტეტის აპარატში მოკავშირე რესპუბლიკების კომკავშირულ ორგანოთა განყოფილების პასუხისმგებელ ორგანიზატორად, შემდეგ სტუდენტ-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1986-1989 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა. 1992 წლიდან იგი დიპლომატიურ სამუშაოზეა, არის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2004 წლიდან ასოციაციაში "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო". ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.102

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: