The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩეჩელაშვილი

დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1891
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 1973  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1918 წელს.

1926 წლიდან მისი თაოსნობით ქუთაისში შეიქმნა პირველი ტუბდისპანსერი, რომლის მთავარი ექიმი თვითონვე იყო. დასავლეთ საქართველოში დანერგა ფილტვის ტუბერკულიოზით დაავადებულთა, მათ შორის ორსული ქალების ხელოვნური პნევმოთორაქსიით მკურნალობა. დიდი სამამულო ომის 1941-1945 წლების დროს მუშაობდა ქუთაისის მეზღვაურთა ევაკოჰოსპიტლის უფროსად. 1963 წელს დააარსა ქუთაისის ფთიზიატრთა სამეცნიერო საზოგადოება და მისი უცვლელი თავმჯდომარე იყო გარდაცვალებამდე. ექიმ-ფთიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი(1948).  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.104

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: