The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ბუაჩიძე

გურამ ბუაჩიძე
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1957 წელს.

1958 წლიდან მუშაობს საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტში ( 1995 წლიდან - დირექტორი); პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში; მისი შრომები ძირითადად შეეხება ბუნებრივ აირებსა და მათ იზოტოპიას, გეოთერმიას, ზოგად ჰიდროგეოლოგიას, წყლებისა და ქანების რადიოაქტიურობას, საქართველოსა და კავკასიაში თერმული წყლების გავრცელების კანონზომიერებათა დადგენას; გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1985).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1014

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო გეოთერმული ასოციაციის ევროპის განყოფილების ბიურო , წევრი
  • საქართველოს გეოთერმული ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ჰიდროლოგთა, საინჟინრო გეოლოგიისა და ეკოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: