შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო თურნავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნათლისმცემლის უბანი(ახლანდელი აგარაკი), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით 1940 წელს. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 1966 წლიდან–შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. იკვლევდა უმთავრესად XIX საუკუნის და აგრეთვე XX საუკუნის ქართულ-ფრანგული ლიტერატურის ურთიერთობათა საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაშრომები: "ანდრე სტილი" (1960), "XX საუკუნის ფრანგი მწერლები" (1962), "თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა"(1964), "რენე ლაფონი და საქართველო" (1969), "ანდრე სტილის შემოქმედებითი გზა" (1972), "ლიტერატურული ნარკვევები" (1978), "საზღვარგარეთული ქართველოლოგია" (1978), "ბედი ქართლისა"(1991) და სხვ.; თარგმანები: გერმანულიდან–ირმა ფესტერ-ტერმანის "მოგონებანი მამაჩემზე" (1958), ფრანგულიდან-"მორის ტორეზი–ხალხის შვილი" (1976; ა. ჭუმბაძესთან ერთად). სერგო თურნავა წლების განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში ქართველ მწერლებსა და მეცნიერებზე, კერძოდ, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ირაკლი აბაშიძის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი ციციშვილის და სხვათა შესახებ. ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობათა მკვლევარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.129; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 47-49 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |