The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო თურნავა

სერგო თურნავა
Date of birth:20 March, 1915
Date of death:14 February, 2001  (at 85 years)
Category:Literary scholar, Translator, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნათლისმცემლის უბანი(ახლანდელი აგარაკი), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით 1940 წელს.

მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 1966 წლიდან–შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. იკვლევდა უმთავრესად XIX საუკუნის და აგრეთვე XX საუკუნის  ქართულ-ფრანგული ლიტერატურის ურთიერთობათა საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაშრომები: "ანდრე სტილი" (1960), "XX საუკუნის ფრანგი მწერლები" (1962), "თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა"(1964), "რენე ლაფონი და საქართველო" (1969), "ანდრე სტილის შემოქმედებითი გზა" (1972), "ლიტერატურული ნარკვევები" (1978), "საზღვარგარეთული ქართველოლოგია" (1978), "ბედი ქართლისა"(1991) და სხვ.; თარგმანები: გერმანულიდან–ირმა ფესტერ-ტერმანის "მოგონებანი მამაჩემზე" (1958), ფრანგულიდან-"მორის ტორეზი–ხალხის შვილი" (1976; ა. ჭუმბაძესთან ერთად). სერგო თურნავა წლების განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში ქართველ მწერლებსა და მეცნიერებზე, კერძოდ, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ირაკლი აბაშიძის, ნოდარ დუმბაძის, გიორგი ციციშვილის და სხვათა შესახებ.  ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობათა მკვლევარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.129;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 47-49

Member of Organizations

  • საფრანგეთის არტურ რემბოს კულტური ცენტრისა და კანადის საზოგადოება "ეკრიტიურ ფრანსეზ დან ლემონდი" , წევრ–კორესპონდენტი (1981-)

Awards and Honors

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: