Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის თურქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1961 წლიდან მუშაობდა თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის ჰიდროენერგეტიკის ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ხელმძღვანელობდა გვირაბების ლაბორატორიას. 1994 წლიდან იყო საშენ მასალათა კვლევით ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ახალი ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების შექმნასა და მათ დამუშავებასთან, გვირაბების გაყვანის ორგანიზებასთან. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, მიღებული აქვს პატენტები გამოგონებებზე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1997), ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.131 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |