შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით თუშაბრამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ახლანდელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერი-თანამშრომელი (1955–1970), არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი (1973–1989) და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1989–1992), საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვის ხანის სექტორის ხელმძღვანელი (1984–1987) და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1989–1992). სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის დოცენტი. მის სახელთან დაკავშირებულია ქვის ხანის მრავალი ძეგლის აღმოჩენა-შესწავლა; მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ქვის ხანის უმდიდრესი ფონდის შექმნა, მუზეუმის არქეოლოგიურ გამოფენაზე ქვის ხანის ექსპოზიცია; საქართველოში ქვის ხანის სპეციალისტების აღზრდა. ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული მონოგრაფია და სტატიები. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "საქართველოს სსრ წითელი წიგნის" მომზადებასა და გამოქვეყნებაში. დავით თუშაბრამიშვილის აღმოჩენებსა და ნაშრომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და კავკასიაში პირველყოფილი ადამიანის საზოგადოების განვითარებისა და განსახლების შესწავლაში. მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს და კავკასიის ძველი ქვის ხანის მკვლევარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.136; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 49-50 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |