The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით თუშაბრამიშვილი

დავით თუშაბრამიშვილი
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1922
გარდაცვ. თარიღი:20 ივლისი, 1992  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შრომა, ახლანდელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.

აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერი-თანამშრომელი (1955–1970), არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი (1973–1989) და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1989–1992), საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვის ხანის სექტორის ხელმძღვანელი (1984–1987) და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1989–1992). სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის დოცენტი. მის სახელთან დაკავშირებულია ქვის ხანის მრავალი ძეგლის აღმოჩენა-შესწავლა; მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ქვის ხანის უმდიდრესი ფონდის შექმნა, მუზეუმის არქეოლოგიურ გამოფენაზე ქვის ხანის ექსპოზიცია; საქართველოში ქვის ხანის სპეციალისტების აღზრდა. ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული მონოგრაფია და სტატიები. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "საქართველოს სსრ წითელი წიგნის" მომზადებასა და გამოქვეყნებაში. დავით თუშაბრამიშვილის აღმოჩენებსა და ნაშრომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და კავკასიაში პირველყოფილი ადამიანის საზოგადოების განვითარებისა და განსახლების შესწავლაში. მიღებული აქვს მთავრობის საპატიო სიგელები. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს და კავკასიის ძველი ქვის ხანის მკვლევარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.136;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 49-50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • ომისა და შრომის ვეტერანი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: