Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰასან თხილაიშვილი![]()
Biographyეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე. აქტიურად იბრძოდა აჭარის საქართველოსთან შეერთებისა და იქიდან ოსმალო დამპყრობთა განდევნისათვის. ამ მიზნით მოსახლეობაში ეწეოდა ფართო ახსნა-განმარტებით მუშაობას. 1918 წელს ქართველ პატრიოტებთან ერთად ჩაშალა ოსმალთა ცდა რეფერენდუმის ჩატარებისა, რისთვისაც იგი დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო ჩაქვის თემის მილიციის კომისარი, ქობულეთის სამაზრო მილიციის უფროსი, ქობულეთის მაზრის აღმასკომის თავავმჯდომარე, სამაზრო სასამართლოს და აჭარის ცაკ-ის წევრი. წერდა ლექსებს, რომელთა თემაა სამხრეთ საქართველოს ბრძოლების ისტორია, მესხეთის წარსული. დიდი მუშაობა გასწია ქობულეთის რაიონში ქართული სკოლების გახსნისთვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.148; m.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |