შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ჭითანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. 1960 წელს მუშაობა დაიწყო საკავშირო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტის "ჰიდროტექნიკოსის" თბილისის განყოფილებაში; 1980 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია; 1992-1994წწ. იყო სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში; 1980 წელს აირჩიეს მსოფლიოს მაღალი კაშხლების და კლდოვანი საფუძვლების კომიტეტის წევრად; მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით დამუშავებულია ენგურჰესის, ჟინვალჰესის, ვარციხეჰესების, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტები, ჰიდროენერგეტიკის განვითარების გენერალური გეგმა და სხვა; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერ-ჰოდროტექნიკოსი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1015 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |