The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩეჩელაშვილი

ოთარ ჩეჩელაშვილი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1959  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის აეროკლუბი 1940 წელს, 1941 წელს კი ეისკის სამხედრო - საავიაციო სასწავლებელი, 1956 წელს სამხედრო საჰაერო ძალების აკადემია.

დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში იბრძოდა ყირიმის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მონაწილეობდა ბერლინის აღებაში. მის ანგარიშზეა 178 საბრძოლო გაფრენა, საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო მტრის რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის 1 - ტარანით. გვარდიის პოდპოლკოვნიკი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.104; warheroes.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ II მოწვევის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
  • სკკპ , წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი (2 ორდენი)
  • ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: