The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ურუშაძე

ზურაბ ურუშაძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1930  (93 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1958წწ. მუშაობდა ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად; 1958-1969წწ. მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ლაბორატორიაში; 1969-1972წწ. მუშაობდა მოსკოვში, ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიულ კვლევათა განყოფილებაში, პროფ. რევაზ დოღონაძის (1931-1985) ხელმძღვანელობით; 1972-1978წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ბიოფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1972 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თეორიული ფიზიკის დარგში (დისერტაციის დაცვა შედგა მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტში); 1978 წელს კი უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდება ბიოფიზიკის სპეციალობით; 1978-1981წწ. და 1983-1999წწ. მოღვაწეობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის დოცენტად, ამავე კათედრის გამგედ (1983-1993) და პროფესორად; 1981-1983წწ. ურუშაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და თეორიულ გამოკვლევათა განყოფილების გამგის (პროფ. რ. დოღონაძის) მოადგილე; 1981 წელს მას მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1991 წელს პროფესორის სამეცნიერო წოდებები; 1999-2006წწ. პენსიაზე გასვლამდე, იგი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის (მარნეული) საბუნებისმეტყველო დისციპლინების პროფესორი; მეცნიერი-ბიოფიზიკოსი და პედაგოგი, კვანტური ბიოფიზიკის და ბიოელექტროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი, 1972), პროფესორი (1991).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ფიზიკური საზოგადოების მეცნიერთა უფლებების დაცვის კომიტეტი (აშშ), წევრი
  • ევროპის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი ასოციაცია, წევრი
  • ევროპის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი ასოციაცია - ევრომეცნიერება (საფრანგეთი), წევრი
  • ელექტროქიმიკოსთა საერთაშორისო საზოგადოება (შვეიცარია), წევრი
  • მეცნიერების, საინჟინრო საქმისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემია (აშშ – მალაიზია), წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: