Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოდორე თაფლაისძე![]()
Biographyთეოდორე თაფლაისძემ X საუკუნის დასაწყისში ააშენა სოფელ ერედვის წმინდა გიორგის ტაძარი. სამხრეთ ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებული სამშენებლო წარწერის ბოლოს ნათქვამია: "მე თეოდორე თაფლაისძემან დავდე საძირკველი, წელნი იყუნეს ხფი…" ე. ი. 906 წელს. თეოდორე თაფლაისძის მიერ აგებული ეკლესია წარმოადგენს სამეკლესიიან ბაზილიკას. ეკლესიამ დღემდე ძირითადად თავდაპირველი სახით მოაღწია. შენობის მთლიანი კომპოზიცია, განსაკუთრებით შიდა სივრცის მხატვრული გადაწყვეტა, რომელშიც ძველი ხუროთმოძღვრების თემა ახლებურად არის გააზრებული, დამახასიათებელია იმ გარდამავალი საფეხურებისათვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების პერიოდს. ხუროთმოძღვარი. წყარო: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.41
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |