The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოდოსი (არქიმანდრიტი)

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ხელაშვილი
დაბადების თარიღი:1777
გარდაცვ. თარიღი:1844  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თეოლოგი, კალიგრაფი, პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თელავის სასულიერო სემინარია 1800 წელს.

იყო დავით რექტორის მოწაფე. 1802 წელს აკურთხეს მღვდლად. 1804–1814 წლებში იყო თელავის მიძინების ტაძრის დეკანოზი, 1814–1824 წლებში თბილისის კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის საღვთო სჯულის და ქართული სიტყვიერების პედაგოგი, 1826–1831 წლებში თელავის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი, 1827 წლიდან არქიმანდრიტი, 1831–1844  წლებში იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი. თეოდოსი ავტორია თეოლოგიური ხასიათის არაერთი ნაშრომისა, რომელთა დედნები დღეს დაკარგულად ითვლება. იგი თანაუგრძნობდა 1832 წლის შეთქმულებას. ეწეოდა ფართო საქველმოქმედო და საზოგადო მოღვაწეობას. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.42; georgianencyclopedia.ge


გააზიარე: