Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თვალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მთათუშეთში. მისი ძალისხმევით მაღაროსკარში გაიხსნა პირველი საავადმყოფო. 1934–1940 წლებში მუშაობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ნორმალური ანატომიის კათედრაზე და ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში. 1941–1944 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. 1938 წელს მიწვეული იყო ექიმად ყინულმჭრელზე "იოსებ სტალინი"(გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტიც იყო). გიორგი თვალაძეს ეკუთვნის ქართულ ენაზე გამოქვეყნებული პირველი ადამიანის ანატომიური ატლასი, რომელის 1959 წელს გამოიცა. საფუძველი ჩაუყარა ადამიანის ანატომიის პროგრამირებულ სწავლებას. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.56; georgianencyclopedia.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |