The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თვაური

გიორგი თვაური
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 1999  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინარეხი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქ. ტამბოვის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი 1942 წელს.

II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მონაწილეობდა ბელორუსიისა და პოლონეთის ბრძოლებში, ბერლინის ოპერაციაში. შეასრულა 200 საბრძოლო გაფრენა. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა გერმანიაში. 1962 წლიდან თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები, ასევე უცხოური ორდენები. გვარდიის პოდპოლკოვნიკი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.60; georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი

გააზიარე: