The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ ჩიკოიძე

როსტომ ჩიკოიძე
სხვა სახელი:როსტომ ჩიკოევი
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1925  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი მეჯვრისხევი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი.

დაამთავრა ერევნის გრენადერთა პოლკთან არსებული სამხედრო აღსაზრდელთა სკოლა 1869 წელს, ხოლო 1872 წელს მოსკოვის მსროლელთა სასწავლებელი.

1878-1898 წლებში მსახურობდა სტავროპოლის პოლკში. 1898 წლიდან მსროლელთა ბატალიონის უფროსი იყო ყალიზმანში (ახლანდელი აღზევანი, თურქეთის ტერიტორიაზე); მეთაურობდა გორის პოლკსა (1902) და მსროლელთა ბრიგადას ერევანსა და ეჩმიაძინში (1903-1907). ბ. ვასილიევის რომანის "იყვნენ და არ იყვნენ"(1978) ერთ-ერთი პერსონაჟი. რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-მაიორი (1904), რამდენიმე ორდენის კავალერი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.118; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/107194

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1877 - ბრძოლის გმირი
    რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს 1877-1878 წლებში დოღუბაიაზიდთან (ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე)

გააზიარე: