შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოლა ჩიტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, 1881 წლიდან კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ საქმიანობაში. 1885 წელს იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა. თავის ძმასთან შიო ჩიტაძესთან ერთად იგი მაქსიმ გორკის უახლოესი მეგობარი იყო. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ხალხოსან რევოლუციონერებთან. მისი წიგნთსაცავით სარგებლობდნენ თბილისის მოწინავე ახალგაზრდები და მუშები. დაძაბულმა მუშაობამ და მეცადინეობამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და იგი მალე გარდაიცვალა. მარქსიზმის ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტი საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.139
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |