შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ჩიტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიევი. დაამთავრა გრენობლის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის ელექტრო-ქიმიური და ელექტრო-მეტალურგიული ფაკულტეტები 1928 წელს. გორის სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ 1919 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის რეკომენდაციით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ვ. ჩიტაძე სასწავლებლად გააგზავნა ქ. გრენობლში (საფრანგეთი). 1928 წელს დაამთავრა გრენობლის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო იქვე, რეიპერის მეტალურგიულ ქარხანაში. საქართველოში დაბრუნდა 1931 წელს, სწორედ იმ დროს, როცა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასაგებად შეიქმნა "საპროექტო ბიურო" და ქარხნის დასაპროექტებლად მოწვეული იქნა გერმანული ფირმა "სიმენს-ჰალსკე". ზესტაფონის ქარხნის მშენებლობა დამთავრდა 1933 წელს და სამშობლოში დაბრუნებული დაინიშნა ქარხნის №1 სადნობი საამქროს უფროსად. ვ. ჩიტაძე არის ჭიათურის მაღალხარისხოვანი მანგანუმის გამოყენებით შექმნილი ფეროშენადნობის უნიკალური რეცეპტის ავტორი, მან შესწორება შეიტანა ფირმა "სიმენსის" მიერ დაპროექტებულ ელექტროღუმელების მუშაობაში, მოაწყო სპეციალური მაცივარი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფეროშენადნობთა მიღების ტექნოლოგია. დააპატიმრეს ზესტაფონში, 1937 წლის 29 ივნისს. 1937 წლის 9 ნოემბერს შედგა შინსახკომის "სამეულის სხდომა", რომელმაც განუსაზღვრა მუხლები 58-1ბ (სამშობლოს ღალატი), 58-7 (ძირგამომთხრელი საქმიანობა), 58-8 (ტერორიზმი), 58-9 (კომუნიკაციების კონტრრევოლუციური მიზნით განადგურება ან დაზიანება), 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად). ბრალად დასდეს: რომ გადაბირებული იყო საფრანგეთში ქართული ნაციონალ-სოციალისტური ემიგრაციის ხელმძღვანელის სპირიდონ კედიას მიერ. სსრკ-ში შემოგზავნილი იყო დივერსიულ-ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად. გახდა კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული, ტერორისტულ-ჯაშუშური და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი ფეროშენადნობთა ქარხნაში, სადაც ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას. ინფორმირებული იყო და მიიღო დირექტივა კონტრრევოლუციური ორგანიზაციისგან ტერორის განხორციელების შესახებ. ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. ვ. ჩიტაძეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, რაც აღასრულეს 1937 წლის 10 ნოემბერს. საქართველოში თანამედროვე მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი დამაარსებელი, ფუძემდებელი; გამოჩენილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შიო ჩიტაძის შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.139; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |