შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხანდაკი, კასპის რაიონი. დაამთავრა პეტროგრადის გზათა მიმოსვლის ინჟინრების ინსტიტუტი 1922 წელს. 1922-1930წწ. მუშაობდა ზაჰესისა და რიონჰესის მშენებლობის საპროექტო ბიუროების უფროსად; 1931-1937წწ. იყო ხრამჰეს-1-ის მშენებლობის მთავარი ინჟინერი, იმავდროულად ჰესების დაპროექტებისა და მშენებლობის ამიერკავკასიის ტრესტის მთავარი ინჟინერი და მმართველი. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ზაჰესის, რიონჰესისა და ხრამჰეს-1-ის მშენებლობის საქმეში. ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკურ და თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტებში. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომი "მასალათა გამძლეობისა და გრაფიკული სტატისტიკის საფუძვლების ამოცანათა კრებული (თბილისი, 1933). ინჟინერ-ჰიდრო-ენერგეტიკოსი, პროფესორი (1931). სტალინური რეპრესიების მსხვერპლი, რეაბილიტირებული. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.142; სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.382 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |