The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კაცია ჩიქოვანი

სხვა სახელი:კაცია ჩიქვანი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1681
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

იმერეთის სამეფოს ვეზირი, აღზევდა ლევან III დადიანის დროს 1661-1680 წლებში. მოკლე დროში გორდელ აზნაურს იმერეთის მეფემ ბაგრატ IV -მ ვეზირობა მისცა, ლეჩხუმი და საინასარიძო უბოძა. მალე სამეგრელოს სამთავროს კარის "უფროსი და ვეზირი" გახდა. დადიანმა სალიპარტიანო (ოდიშის ჩრდილოეთ აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე ტეხურის ორსავე ნაპირას) მისცა და, როგორც ამ კუთხის მფლობელი, ლიპარტიანად აღიარა. ჩიქვანის დაწინაურებას ხელი შეუწყო იმერეთის მეფისა და დადიანის კონფლიქტმა ლეჩხუმის გამო, ისინი ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ კაცია ჩიქოვანი. მას კი საკუთარი ინტერესები ჰქონდა - დაუნდობლად ანადგურებდა თავის მეტოქეებს, ოდიშის ძირძველ წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლებს, თვით დადიანის სახლის წევრებსაც, და თავის მემკვიდრეებს გადადიანებისაკენ უკაფავდა გზას. 1704 წელს ჩიქვანის ინიციატივით  მისი შვილიშვილი კაცია I დადიანად აკურთხეს და ამიერიდან ოდიშის სამთავროში ახალი, ჩიქვანთა დინასტია გადადიანდა. გარდაიცვალა 1681-1682 წლების მიჯნაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.142


გააზიარე: