The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ ჩიქოვანი

სამსონ ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1915
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1975  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს.

დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში მოქმედ არმიაში იყო, მსახურობდა სამედიცინო ბატალიონის უფროს ორდინატორად, ქირურგიის განყოფილების უფროსად, სამედიცინო ბატალიონის მეთაურად. ომის შემდეგ სამხედრო ჰოსპიტლების უფროსი იყო. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მოსკოვის სამხედრო ოლქის სოხუმის სანატორიუმის უფროსად. სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ. 142; http://dspace.nplg.gov.ge//handle/1234/98164

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1964 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (3 ორდენი)

გააზიარე: