Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი თოდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1951 წელს. 1951–1992 წწ. მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში: "ქუთოლქპროექტი", "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალი, "ქუთქალაქპროექტი" და სხვ.; 1975-1976 წწ. იყო ქუთაისის მთავარ მხატვრად; 1992 წლიდან იყო ინდივიდუალური საწარმოს "იერსახეს" დირექტორი. ძირითადი ნამუშევრები: მაუდის ფაბრიკის საბავშვო ბაღი (ქუთაისი, 1957, არქიტ. თ. კოპტანაშვილთან ერთად); რუსთაველის სახელობის ხიდი (1965; ინჟ. გ. ჩომახიძე), სამხატვრო გალერეა (1976, არსებული შენობის რეკონსტრუქცია არქიტ. ს. გაგუასთან ერთად); მეგობრობის მემორიალი "ნიკეა - ქუთაისი" (1985, არქიტ. გ. ჯაბუასთან ერთად, მოქანდაკე – გ. ნიკოლაძე); ქორწინების სახლი (თერჯოლა, 1965), სამხატვრო გალერეა (თერჯოლა, 1967). 2011 წელს მიენიჭა არქიტექტურის რაინდის წოდება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.77-78; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.412 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |