Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბონდო თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (სსმი) 1964 წელს. იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (ქ. ოჩამჩირე, "აბნილოსი"), ბოტანიკის კათედრის გამგე (სსმი); 2005 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში და ბიოლოგიის კათედრის გამგე. გამოყვანილი და გამორჩეული აქვს ტყისა და დეკორაციულ მცენარეთა 4440-მდე ახალი ფორმა, რომლებიც გაშენებულია ვ. გულისაშვილის სახელობის თბილისის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის აფხაზეთის სამეცნიერო-საკვლევ სატყეო სადგურის ტერიტორიაზე (ქ. ოჩამჩირე "აბნილოსი"), მათგან უმრავლესობა გადარჩენილია. თოდუას სამეცნიერო კვლევის სფეროა ციტოლოგია, კერძოდ კარიოლოგია (ქრომოსომების კომპლექტის, ანუ კარიოტიპების შესწავლა). შეისწავლა 550-მდე მერქნიან მცენარეთა სახეობებისა და ფორმების კარიოტიპები. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996), ბოტანიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.78
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |