The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ქუთათელაძე

კარლო ქუთათელაძე
ოფიციალური სახელი:მარკლენი ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:15 დეკემბერი, 2011  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს.

1961 წლიდან თანამშრომლობდა არტელ "მხატვარში", მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში. ფლობდა ლითონების დამუშავების ყველა ხერხს (მოსევადება, მინანქარი, ამოკვეთის სხვადასხვა წესი, კვერვა, ზარნიში და სხვა). ნამუშევრები: ლიქიორის სერვიზი (ვერცხლი, ჭედვა), რუსთაველის პორტრეტი (ჭედვა), მოვერცხლილი ყანწები (ჭედვა, ფილიგრანი) და სხვა. მხატვარი, ოქრომჭედელი. მუშაობდა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების დარგში, იყო ფერადი ლითონების დამუშავების ოსტატი.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.569


გააზიარე: