შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო ქურდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა ხარკოვის უმაღლესი ტექნოლოგიური სასწავლებელი 1898 წელს. მუშაობდა ინჟინრად ალავერდში სპილენძის საბადოებზე, 1899 წელს კი ქ. ბაქოში ნავთობმრეწველობაში ცნობილ ბიზნესმენ ნობელთან. 1900 წელს ქ. თბილისის წყალმომარაგების ქსელის მმართველად. 1902 წელს დანიშნეს ქ. თბილისის საქალაქო დუმის მთავარ ინჟინერ-არქიტექტორად. 1906-1916წწ. ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის წყალმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის პროექტს. 1912-1914წწ. ხელმძღვანელობდა საინჟინრო ჯგუფს, რომელიც ამუშავებდა ქ. ქუთაისის წყალმომარაგების და კანალიზაციის პროექტს. 1916-1917წწ. ხელმძღვანელობდა პირველ მსხვილ კვლევებს ბულაჩაურის და ნატახტრის წყაროების და ქ. თბილისის წყლის მომარაგებისთვის ახალი სათავეების საძიებლად. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტებულია და განხორციელებულია 150-მდე წყალსადენი 200-მდე სოფელში. განსაკუთრებით კახეთსა და ქართლში, მათ შორის: გურჯაანი, საგარეჯო, წნორი, ნინოწმინდა, შილდა, ველისციხე და მრავალი სხვა. 1918 წელს დაარსა საქართველოს ტექნიკური საზოგადოება და გახდა მისი თავმჯდომარე. 1922 წელს დაინიშნა მთავარ ინჟინრად ჩატახის თუჯ-ჩამომსხმელი ქარხნის აღსადგენად. 1924 წელს თბილისის საქალაქო აღმასკომის მთავარ ინჟინრად მუშაობის პერიოდში იგი იკვლევდა ქ. თბილისის კეთილმოწყობა განაშენიანების საკითხებს, იკვლევდა განაშენიანება-განსახლების ახალ ნორმებს. აწარმოებდა ელბაქიძის დაღმართის გაფართოებას. ქმნიდა კავშირს საბურთალოს და რკინიგზის სადგურის მიმდებარე რაიონებს შორის. 1925 წელს წავიდა გერმანიაში, რათა შეესწავლა ევროპის ქალაქების კეთილმოწყობის საკითხები. 1926 წელს დაიწყო ელბაქიძის და კ. მარქსის ხიდებს შორის სანაპიროს მშენებლობა. მისი პროექტით მოხდა მდ. მტკვრის მარჯვენა მკლავის ჩაკეტვა და იქვე დაიწყო საჯებირო კედლის მშენებლობა რაც იყო მომავალი სანაპიროს ელემენტი. 30-იან წლებში გაგრძელდა სანაპიროს მსხვილმასშტაბიანი მშენებლობა მისი ხელმძღვანელობით. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში; ავტორია პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა ტექნიკის სხვადასხვა დარგში. ინჟინერ-ტექნოლოგი მეტალურგიისა და წყალმომარაგების დარგში, პროფესორი (1933). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.10. -თბ.,1986.-გვ.575; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.375 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |