შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სირიაჩქონი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი. 1946–1949 წლებში იყო გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქციის განყოფილების გამგე. 1949 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1949–1961 წლებში მუშაობდა პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ცხინვალისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1961 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აკაკი თოფურია იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკების გაერთიანებული კათედრის გამგე (1978–1989). არის მრავალი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: "წერილები ლიტერატურულ საკითხებზე" (1960), "ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები" (1969), "ლიტერატურული წერილები" (1972), "ლეო ქიაჩელი" (1977, 1984), "ეტიუდები კრიტიკული ნააზრევიდან" (1980); ასევე: "ქართული მეთოდიკური აზროვნების ისტორია"(1969), "ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა" (1991). 1996 წელს გამოქვეყნდა მისი მემუარული ნაწარმოები "სინდისის ღმერთების ბარიკადებზე" (1995). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.98-99; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.50 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |