The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ქურდოვანიძე

დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:9 ნოემბერი, 1982  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.

1941-1948წწ. დივიზიის წამყვანი ქირურგი იყო. 1958-1980წწ. განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრას, 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე კათედრის კონსულტანტი, შეისწავლა მსხვილი ნაწლავისა და შუასაყრის ორგანოების ქირურგიული ანატომიის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების პათოლოგიური და ქირურგიული მკურნალობის საკითხები, გულის ვასკულარიზაცია და სხვა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1959). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.575

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: