შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ღვინიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ფილარმონიულ საზოგადოებასთნ არსებული მუსიკალური დრამატული განყოფილება 1912 წელს. 1911 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვის თეატრში "ლეტუჩაია მიშში" მსახიობობით. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა მოსკოვის, ლენინგრადის, სვერდლოვსკის, თბილისის და სხვა თეატრებში მსახიობად. 1928 წლიდან რეჟისორი. 1930-1931წწ. და 1948-1949წწ. ბათუმის თეატრის დირექტორი და მთავარი რეჟისორი. 1941-1947წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის და სხვა თეატრების რეჟისორი. 1949-1956წწ. ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეჟისორი. 1954-1961წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. დადგმები: მ. გორკის "ძია ვანია", თ. დრაიზერის "ლიკურგეს კანონი", ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული", ა. უსპენსკის "გარდატეხა" და სხვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.588 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |