The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი თოხაძე

გივი თოხაძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 2010  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1949 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამი წელი იმუშავა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში (ასრულებდა ეპიზოდურ როლებს ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ ა. ვასაძე, ა. ხორავა და სხვ.). 1956 წლიდან ხანგრძლივად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია უშანგი(შ. მანაგაძის "საბუდარელი ჭაბუკი", 1957). გადაღებულია კინოფილმებში: "ჭიაკოკონა"(რეჟ. ი. ქავთარაძე, 1961), "ბაში-აჩუკი"(რეჟ. ლ. ესაკია, 1956), "მე ვიტყვი სიმართლეს"(რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"(რეჟ. ს. დოლიძე, 1959), "გლახის ნაამბობი"(რეჟ. ლ. ესაკია, 1961), "ჩარი-რამა"(რეჟ. ნ. სანიშვილი 1972), "ამბავი სურამის ციხისა"(რეჟ. ს. ფარაჯანოვი, 1984), "უძინართა მზე"(რეჟ. თ. ბაბლუანი, 1992), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1996), "ანთიმოზ ივერიელი"(რეჟ. გ. ჭოხონელიძე, 2001) და სხვ. არაერთი კინოსტუდიის მიერ მიწვეული იყო და მონაწილეობდა შემდეგ კინოფილმებში: "ქოროღლი"(გურჯი-ოღლი, "აზერბაიჯანფილმი", 1961, რეჟ. სეით-ზადე), "ველურ ნაპირზე"(კაპანაძე, "ლენფილმი", 1965, რეჟ. ა. გრანიკი), "ეშმაკის დუჟინი"(მანსული, ოდესის კინოსტუდია, რეჟ. ვ. იულინი, 1970), "რუსტამი და სუჰრაბი"(შაჰი აფრასიაბი, "ტაჯიკფილმი", 1971, რეჟ. ბ. კიმიაგაროვი), "უგრიუმ მდინარე"(იბრაჰიმ-ოღლი, სვერდლოვსკის კინოსტუდია, 1968, რეჟ. ი. ლაფშინი) და სხვ. ჰქონდა გამორჩეული გარეგნობა, გმირის ხასიათის გათავისების არაჩვეულებრივი უნარი, შთამბეჭდავი ხმა. გახმოვანებული აქვს მრავალი კინოფილმი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: http://georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: