The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე თუმაჯანოვი

Date of birth:20 January, 1910
Date of death:20 October, 1982  (at 72 years)
Category:Biologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სატყეო ინსტიტუტი 1930 წელს.

1935–1937 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1939–1963 წლებში-დირექტორი, 1959 წლიდან ამავე ინსტიტუტში განაგებდა თავისივე თაოსნობით შექმნილ პალინოლოგიის ლაბორატორიას. ივანე თუმაჯანოვმა დაამუშავა კავკასიის მთის ტყეების ტიპოლოგიის საკითხები. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კავკასიის ტყის მცენარეულობის და ჰოლოცენური ისტორიის შესწავლა სპორისა და მტვრის მარცვლის ანალიზის მეთოდით, დაამუშავა მთიანი ქვეყნის ბოტანიკურ-გეოგრაფიული დარაიონების პრინციპები, შეისწავლა სახეობათა წარმოქმნის პროცესები მცენარეებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966), გეობოტანიკოსი, კავკასიის მცენარეული საფარის მკვლევარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.126.

Awards and Honors

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: