The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარია თურქესტანოვა

ვარია თურქესტანოვა
ოფიციალური სახელი:ბარბალე თურქესტანიშვილი
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1775
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 1819  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ეკლესია, პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

რუსეთის საიმპერატორო კარის ფრეილინა, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ფავორიტი. ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი. შემორჩენილია 1882–1883 წლების ჟურნალ "რუსსკი არხივში" დაბეჭდილი ბარბალე თურქესტანიშვილის მიმოწერა შვეიცარიელ დიპლომატ ფ. ქრისტიანთან, რაც 6 წელიწადი გრძელდებოდა. მისი წერილები ეპისტოლური ჟანრის თვალსაჩინო ნიმუშია და იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების საინტერესო სურათს გვიხატავს. 1914 წელს იმავე ჟურნალმა(№1–№2) დაბეჭდა თავადის ქალის ვ. ფ. შახოვსკაია-სტრეშნევას დოკუმენტური მონოგრაფია "თავადის ასული თურქესტანოვა–უზენაესი სამეფო კარის ფრეილინა".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.120-131


გააზიარე: