Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარია თურქესტანოვა![]()
Biographyრუსეთის საიმპერატორო კარის ფრეილინა, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ფავორიტი. ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი. შემორჩენილია 1882–1883 წლების ჟურნალ "რუსსკი არხივში" დაბეჭდილი ბარბალე თურქესტანიშვილის მიმოწერა შვეიცარიელ დიპლომატ ფ. ქრისტიანთან, რაც 6 წელიწადი გრძელდებოდა. მისი წერილები ეპისტოლური ჟანრის თვალსაჩინო ნიმუშია და იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების საინტერესო სურათს გვიხატავს. 1914 წელს იმავე ჟურნალმა(№1–№2) დაბეჭდა თავადის ქალის ვ. ფ. შახოვსკაია-სტრეშნევას დოკუმენტური მონოგრაფია "თავადის ასული თურქესტანოვა–უზენაესი სამეფო კარის ფრეილინა". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.120-131
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |