The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მახარბეკ თუღანოვი

მახარბეკ თუღანოვი
Date of birth:11 June, 1880
Date of death:4 July, 1952  (at 72 years)
Category:Ethnologist, Explorer, Painter, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დურ-დური, ჩრდილოეთ ოსეთი.

დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური სასწავლებელი 1898 წელს. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 1907 წლიდან მიუნხენის ა. აჟბეს სტუდიაში.

1930 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში (ცხინვალი). იყო თბილისში დაფუძნებული ოსური გაზეთ "ნოგ ცარდი"("ახალი ცხოვრება") ერთ-ერთი დამაარსებელი და აქვე გამოუშვა მისი პირველი ნომრები. 1943–1952 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს წევრი. მხატვრულად გააფორმა ნართული ეპოსი, თქმულება ამირანზე, ოსური ხალხური ზღაპრები და ა. შ. 1900 წელს შექმნა ილუსტრაცია ("ტარიელის და ჯიქის შერკინება"), რომელიც შესულია "ვეფხისტყაოსნის" ადაპტირებულ რუსულ გამოცემაში (სანქტ-პეტერბურგი; 1901) მასვე ეკუთვნის კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის პორტრეტი (1937). მახარბეკ თუღანოვის პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1935, 1956, 1962). იგი ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ოსეთისა და კავკასიის ხალხის ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ნართული ეპოსის, ხალხური შემოქმედების ისტორიის და სხვადასხვა დარგში. 1947 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში თვალსაჩინო დამსახურებისთვის. დაბადების წელი: 1880 ან 1878). გარდაიცვალა ქ. ორჯონიკიძეში (ახლანდელი ვლადიკავკაზი). ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო მხატვარი (1946).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.136

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1932-1952)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო , წევრი (1943-1952)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, პრეზიდიუმის წევრი (1934-1950)

Awards and Honors

  • 1940 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: