The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე თუშმალიშვილი

ალექსანდრე თუშმალიშვილი
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1938  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზია 1894 წელს.

მუშაობა დაიწყო სოფელ მუკუზნის საუფლისწულო მამულში. 1897 წელს საუფლისწულო უწყებამ მიავლინა აბრაუ-დიურსოს(ახლანდ. ანაპის რაიონი, კრასნოდარის მხარე) მამულში. დაბრუნდა 1900 წელს და მუშაობა განაგრძო წინანდლის საუფლისწულო მამულში. 1911 წელს დაინიშნა მუკუზნის საუფლისწულო მამულის მმართველად. ალექსანდრე თუშმალიშვილმა სხვადასხვა დროს კახეთში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა: საფუძველი ჩაუყარა ამერიკული ვაზის სადედეს; სოფელ ჩუმლაყში ააშენა სათბური; მუშა-მოსამსახურეთა შვილებისათვის გახსნა დაწყებითი სასწავლებელი; დააარსა ბიბლიოთეკა; ააშენა ქსენონი; სოფელ ვაზისუბანში მოაწყო საცდელ-საჩვენებელი ვენახი. 1914 წელს იგი დაინიშნა სტავროპოლის გუბერნიის, ტემპელჰოფის საუფლისწულო მამულის მმართველად, ხოლო 3 წლის შემდეგ–ისევ მუკუზნის საუფლისწულო მამულის მმართველად. საბჭოთა ხელისუფლების წლებში სოფელ კონდოლისა და იყალთოს მეურნეობებში მოაწყო სათბურ-სანერგეები, გააშენა ახალი ვენახი. ალექსანდრე თუშმალიშვილის თაოსნობით წინანდალში აიგო ელექტროსადგური, გაშენდა კონიაკის ქარხანა. 1932 წელს დაინიშნა მუკუზნის მეურნეობის უფროს სპეციალისტად. არის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი. აგრონომი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.140-141  


გააზიარე: