Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე თუშმალიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზია 1894 წელს. მუშაობა დაიწყო სოფელ მუკუზნის საუფლისწულო მამულში. 1897 წელს საუფლისწულო უწყებამ მიავლინა აბრაუ-დიურსოს(ახლანდ. ანაპის რაიონი, კრასნოდარის მხარე) მამულში. დაბრუნდა 1900 წელს და მუშაობა განაგრძო წინანდლის საუფლისწულო მამულში. 1911 წელს დაინიშნა მუკუზნის საუფლისწულო მამულის მმართველად. ალექსანდრე თუშმალიშვილმა სხვადასხვა დროს კახეთში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა: საფუძველი ჩაუყარა ამერიკული ვაზის სადედეს; სოფელ ჩუმლაყში ააშენა სათბური; მუშა-მოსამსახურეთა შვილებისათვის გახსნა დაწყებითი სასწავლებელი; დააარსა ბიბლიოთეკა; ააშენა ქსენონი; სოფელ ვაზისუბანში მოაწყო საცდელ-საჩვენებელი ვენახი. 1914 წელს იგი დაინიშნა სტავროპოლის გუბერნიის, ტემპელჰოფის საუფლისწულო მამულის მმართველად, ხოლო 3 წლის შემდეგ–ისევ მუკუზნის საუფლისწულო მამულის მმართველად. საბჭოთა ხელისუფლების წლებში სოფელ კონდოლისა და იყალთოს მეურნეობებში მოაწყო სათბურ-სანერგეები, გააშენა ახალი ვენახი. ალექსანდრე თუშმალიშვილის თაოსნობით წინანდალში აიგო ელექტროსადგური, გაშენდა კონიაკის ქარხანა. 1932 წელს დაინიშნა მუკუზნის მეურნეობის უფროს სპეციალისტად. არის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი. აგრონომი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.140-141
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |