The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თუხარელი

გიორგი თუხარელი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1891
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1937  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

მოსკოვში დაამთავრა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1930 წელს.

1924–1927 წლებში მეთაურობდა მე-2 ქართულ მსროლელ დივიზიას. 1935–1937 წლებში იყო ამიერკავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდლის მოადგილე. რეპრესირებული. რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ, 1957 წელს. მიღებული აქვს სამხედრო ჯილდოები. საბჭოთა მხედართუფროსი. ქართველი სამხედრო მოღვაწე, დივიზიის უფროსი (1935).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. -თბ., 1986. - გვ. 82; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.143 


გააზიარე: