The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კიკნაძე

მიხეილ კიკნაძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1973  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვედენის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა ხარაგაული, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა მეთაურთა გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის არტილერისტთა განყოფილება 1929 წელს; 1932 წელს ქალაქ სევასტოპოლის საზენიტო კურსები, შემდეგ კი უმაღლესი საარტილერიო კურსები.

1938 წლიდან იყო საარტილერიო პოლკის მეთაური. მონაწილეობდა მოსკოვის დაცვისთვის საჰაერო ბრძოლებში. 1943 წლის აპრილში პოლკის ბაზაზე გვარდიული დივიზია შეიქმნა, რომლის მეთაურადაც მ. კიკნაძე დაინიშნა. ომის შემდეგ ხელმძღვანელობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას. 1960 წლიდან თადარიგში იმყოფებოდა. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა და მოვაწეობდა ქ. მოსკოვში. გენერალ-მაიორი (1944), არტილერისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 33

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ (1938-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: