შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1942 წელს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრაზე, 1952-1962 და 1971-1978 წლებში იყო ამ ფაკულტეტის დეკანი; 19591991წწ. - ამავე ინსტიტუტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრის გამგე. შეისწავლიდა მანქანათა ნაწილების საკონტაქტო სიხისტისა და ჩარხების დეტალების პირდაპირი დაახლოების საკითხებს. ქართველი საბჭოთა მეცნიერი, მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1976). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.144; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.294 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |