The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩიხლაძე

გიორგი ჩიხლაძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:1993  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1942 წელს.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრაზე, 1952-1962 და 1971-1978 წლებში იყო ამ ფაკულტეტის დეკანი; 19591991წწ. - ამავე ინსტიტუტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრის გამგე. შეისწავლიდა მანქანათა ნაწილების საკონტაქტო სიხისტისა და ჩარხების დეტალების პირდაპირი დაახლოების საკითხებს. ქართველი საბჭოთა მეცნიერი, მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1976).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.144; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.294

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: