The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ჩიჯავაძე

გრიგოლ ჩიჯავაძე
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1993  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ციხესულორი, ვანის რაიონი.

დაამთავრა კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე: 1941-1980 წლებში საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სამშენებლო ობიექტებზე სოხუმში, ქუთაისსა და თბილისში. 1981 წლიდან მუშაობდა "მთავარსაქწყალმშენის" სამმართველოს უფროსის მოადგილედ. საქართველოს სსრ-ში სარწყავი სისტემების მშენებლობის ინდუსტრიალიზაციისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.145; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.643-644

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად)
  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: